"მე დაზუსტებით ვიცი, რომ ქათამი, რომელიც საბავშვო ბაღებში მიიტანეს, აყროლებული და უვარგისი იყო. ცენტრალური უბნების ბაღებში პროდუქცია არ მიიღეს და როდესაც სააგენტოსთან ამყარებდნენ კომუნიკაციას, სააგენტო გასცემდა რეკომენდაციას, რომ ეს ხორცი მიეღოთ და გაერეცხათ, რის შემდეგაც სუნი აღარ ექნებოდა. ეს ინფორმაცია ბაღის თანამშრომლებისგან და მშობლებისგან მაქვს.
ბაღების ნაწილმა ეს პროდუქცია მიიღო და ახლა მიდის ამის ჩაფარცხვა. რამდენი წელია, თბილისის მერიისა და პირადად კახი კალაძის უპასუხისმგებლობა გრძელდება, არ უნდა დადგეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა? ეს, ფაქტობრივად, ბიოტერორიზმია, რასაც თბილისის მერია აკეთებს. 2-იდან 4 წლამდე ბაგა-ბაღის ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და იმ ქვეყანაში ხდება ეს, სადაც დემოგრაფიული კატასტროფაა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)