» ჯანქი » "გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ" - ვინ გაიმეტა "იმედის" თანამშრომელი?

"გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ" - ვინ გაიმეტა "იმედის" თანამშრომელი?



"გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ" - ვინ გაიმეტა "იმედის" თანამშრომელი?



ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლის, 24 წლის შაკო ნა­თე­ნა­ძის ცე­მის საქ­მე­ზე ერთი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­სი­ვე ასა­კის, ახალ­გაზ­რდა, გვა­რად, მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი. და­ნა­შა­უ­ლი გლ­დან­ში მოხ­და. შაკო ნა­თე­ნა­ძე კლი­ნი­კა­ში თა­ვის მძი­მე ტრავ­მე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ამ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მელ­მაც ნა­თე­ნა­ძის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს ნა­თე­ნა­ძის ახ­ლობ­ლებ­მა, მას უბან­ში ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. შაკო ნა­თე­ნა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად 10 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იგი 13 მა­ისს დაკ­რძა­ლეს.

ახალგაზრდა კი, რო­მელ­მაც მას­ზე იძა­ლა­და, 7 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

"გარ­დაც­ვლი­ლი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლობ­დნენ, ბი­ჭე­ბიც ლა­მის ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ. რო­გორც ვიცი, იმ დღეს და­ლი­ეს, სუფ­რა­ზე მათ გარ­და იყ­ვნენ სხვე­ბიც. ზუს­ტად რა მოხ­და, უც­ნო­ბია, მაგ­რამ ბიჭი კლი­ნი­კა­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ფაქ­ტია, ბავ­შვი ასე სხვის ჩა­რევს გა­რე­შე ვერ და­შავ­დე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც შა­კოს თა­ვის სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მას უკარ­გე­სი მშობ­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც კარ­გი შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეს, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და, ენით აღუ­წერ­ლად მძი­მე..." - უთხრა "ამბებს" ინფორმირებულმა წყარომ.
ambebi.ge

ლივერპულის მწვრთნელის წარმოუდგენელი სიტყვები ხვიჩაზე – რა თქვა არნე სლოტმა კვარაცხელიაზე ?




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+