» პოპულარული » "სოლიდური თანხით დაეხმარა და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო"

"სოლიდური თანხით დაეხმარა და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო"



"სოლიდური თანხით დაეხმარა და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო"
ქართველი სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე თავის გამომუშავებ ფულს ხშირად ქველმოქმედების მიზნით ხარჯავს.

ამის ერთ-ერთი მაგალითი რამდენიმე წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გავრცელებული ინფორმაცია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ლაშა ტალახაძეს მადლობას უხდიდა და წერდა რომ სპორტსმენი სოლიდური თანხით დაეხმარა საბას:

“ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დასჭირდებათ აქ ვარო. Lasha Talakhadze. ჩემპიონი ხარ” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მანამდე ნანუკამ 10 წლის საბას შესახებ დაწერა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

“ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $ არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება" 

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+