Демонстрационный сайт » პოპულარული » მარია შარაპოვა პუტინს დაუპირისპირდა! - ნახეთ რა გააკეთა რუსმა ჩოგბურთელმა

მარია შარაპოვა პუტინს დაუპირისპირდა! - ნახეთ რა გააკეთა რუსმა ჩოგბურთელმა

მარია შარაპოვა პუტინს დაუპირისპირდა! - ნახეთ რა გააკეთა რუსმა ჩოგბურთელმა
დიდმა რუსმა ჩოგბურთელმა, მარიამ შარაპოვამ უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.  საერთოდაც, რუსული საჩოგბურთო სამყარო ამ სოლიდარობაში თითქმის ერთიანია.

როგოც მაშამ თქვა, ფინანსურად ის ორგანიზაცია Save The Childern-ს ეხმარება, რომელიც ომით დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნავს


“ყოველ დღე გული უფრო და უფრო მტკივა. უკრაინის კრიზისის გამო დაზარალებულ ოჯახებსა და ბავშვების გამო ვწუხვარ.

ფინანსურად Save The Children-ს ვეხმარები, რომელიც მუდმიდივად შრომობს, რათა დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი ჰქონდეთ. გთხოვთ, შემომიერთდით და ბაშვებს დაეხმარეთ. მშვიდობისთვის ვლოცულობ და დაზარალებულებს მხარდაჭერას ვუცხადებ,” – თქვა შარაპოვამ.


შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


წყარო: 
leadersport.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+