» პოპულარული » “საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში...“ - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

“საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში...“ - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს



“საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში...“ - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს



სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა სი­მარ­თლე, თუ რა­ტომ ვზი­ვარ ცი­ხე­ში. შარ­შან და­წყე­ბუ­ლი ე.წ “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის” კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ჩემი ცი­ხე­ში ჩას­მა და პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ამე­რი­დე­ბი­ნა გუნდთან და ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შეს­ვლა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, მე უარი ვთქვი სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლა­ზე და ბო­ლომ­დე გავ­ყე­ვი ჩემ­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ პრო­ცესს, რათა არ და­მე­ზი­ა­ნე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­სა და გუნ­დის ინ­ტე­რე­სე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნაც­ვლოდ მი­ვი­ღე დად­გმუ­ლი ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია, ბევ­რი ტყუ­ი­ლი და უსა­მარ­თლო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემ­გან არ­ცერ­თი სი­ტყვა არ სმე­ნია მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე სრუ­ლი მოთ­მი­ნე­ბით მი­ვი­ღე ეს გან­საც­დე­ლი.

მაგ­რამ ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ივ­ლის­ში მი­ვი­ღე ჩემს მიერ გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ. იმა­ვე დღეს, მე მას გა­ვა­გე­ბი­ნე ჩემი პო­ზი­ცია, კი­დევ ერთხელ და­ვუ­ფიქ­სი­რე, რომ არ ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლი “რის­კის” გა­და­ზღვე­ვის მიზ­ნით შევ­თა­ვა­ზე ჩემი ხედ­ვა. მაგ­რამ მათ სა­პა­სუ­ხოდ შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ მა­ინც რჩე­ბო­და 1%-იანი რის­კი იმი­სა, რომ მე პო­ლი­ტი­კა­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნა და ჩემ მიერ მისი აღი­ა­რე­ბა.

ეს იყო წი­თე­ლი ხაზი, რა­მაც გა­და­მად­გმე­ვი­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­ბი­ჯი. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ მაქვს, იძუ­ლე­ბულს მხდი­ან, და­ვი­წყო ბრძო­ლა...,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+