"მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი ლენინის 152 წლის იუბილეს პოსტს უძღვნის და მისადმი სიყვარულზე საუბრობს:„მე ოქტომბრელების იმ თაობას ვეკუთვნი, რომლებიც შეყვარებულები იყვნენ ვალოდია ულიანოვზე.
სიამაყით შევცქეროდი ოქტომბრელის გულსაბნევს, სადაც ლენინი იყო გამოსახული, ბავშვობიდან ყურებამდე ვიყავი მასზე შეყვარებული. დღეს ამ ხუჭუჭა ბიჭს 152 წელი შეუსრულდებოდა. ვფიქრობ ჩემთვის, როგორ იცვლება სამყაროს დამოკიდებულება მისი საქმიანობის მიმართ. ლენინის პოლიტიკას დღეს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 37% აფასებს დადებითად. დღეს ჩვენ გვმართებს დაფიქრება, ვინ იყო სინამდვილეში ლენინი, ბოროტების თუ ბედნიერებისა და თავისუფლების სიმბოლო“ – წერს კანდელაკი „ტელეგრამზე.“
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)