Демонстрационный сайт » ჯანქი » კადიროვი კანდელაკს: გმადლობთ, თინა. არ ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი ვიყავი

კადიროვი კანდელაკს: გმადლობთ, თინა. არ ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი ვიყავი

კადიროვი კანდელაკს: გმადლობთ, თინა. არ ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი ვიყავი
"მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის უკრაინის „მოვლენების“ აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა.

თინა კანდელაკი ამბობს, რომ ბევრისგან განსხვავებით კადიროვი სოციალურ ქსელებში თავდაჯერებულად შემოვიდა და „მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო თანამედროვე ბრძოლის ველი.“

„ბევრი წელია მეკითხებიან, ჩართული ვარ თუ არა რამზან კადიროვის სოციალური ქსელების მართვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა“, – ამბობს კანდელაკი.

კანდელაკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ კადიროვის ტელეგრამ არხის მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გახდა აბსოლუტური ჰედლაინერი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. ბევრ კოლეგას შეუძლია მიჰბაძოს მას, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მისი რეპორტაჟები გაცილებით საინტერესო და ცოცხალია, ვიდრე  ტელევიზიების მიერ ადგილზე მომზადებული მასალები“, – აცხადებს თინა კანდელაკი.

ამასთან, თინა კანდელაკი ხაზგასმით ამბობს, რომ კადიროვი ზელენსკის საკუთარი იარაღით ებრძვის.

„რამზან კადიროვი არასოდეს ყოფილა შოუმენი – ის მეომარია“, – აცხადებს კანდელაკი.

თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.

„გმადლობთ, თინა. არ ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი ვიყავი“, – აღნიშნა კადიროვმა.

წყარო: news.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+