Демонстрационный сайт » ჯანქი » "ყველას შეუძლია მიბაძოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება" - თინა კანდელაკი

"ყველას შეუძლია მიბაძოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება" - თინა კანდელაკი

"ყველას შეუძლია მიბაძოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება" - თინა კანდელაკი
ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შესახებ საუბრობს.

თინა კანდელაკი ამბობს, რომ ბევრისგან განსხვავებით კადიროვი სოციალურ ქსელებში თავდაჯერებულად შემოვიდა და „მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო თანამედროვე ბრძოლის ველი.“

"ბევრი წელია მეკითხებიან, ჩართული ვარ თუ არა რამზან კადიროვის სოციალური ქსელების მართვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა“, - ამბობს კანდელაკი.

კანდელაკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ კადიროვის ტელეგრამ არხის მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გახდა აბსოლუტური ჰედლაინერი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. ბევრ კოლეგას შეუძლია მიბაძოს მას, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მისი რეპორტაჟები გაცილებით საინტერესო და ცოცხალია, ვიდრე ტელევიზიების მიერ ადგილზე მომზადებული მასალები“, - აცხადებს თინა კანდელაკი.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თინა კანდელაკს მადლობას უხდის.

წყარო: ​tia.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+