» ჯანქი » „მალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე“ – თინა კანდელაკი

„მალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე“ – თინა კანდელაკი



„მალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე“ – თინა კანდელაკი
რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი წერს, რომ მალე განაცხადებს პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დასაკავებლად.

ასე გამოეხმაურა კანდელაკი ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია და მათთვის პასუხის გაცემას არ აპირებს.

“მთავარი არხის გენდირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მე მმართველ პარტიასთან, “ქართულ ოცნებასთან” გამათანაბრა, როცა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია.

მალე განვაცხადებ ჩემს სურვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებაზე. მესმის, რომ არც გავარამია, არც სააკაშვილი ამ სურვილით აღფრთოვანებული არ იქნებიან.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ჩემი პოზიცია უცვლელია: სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. სწორედ ეს იქნება ნამდვილი მართლმსაჯულება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედისთვის”, – წერს თინა კანდელაკი.

წყარო: ​mediamall.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+