პირადი მადლობა ვილის, მაგრამ ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის ასე ჯობია, - ასე ეხმაურება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბუზუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.
"რა სამი ქულა წაიღო ირლანდიამ. ეს ხომ ჩანდა, 2024-ის შემდეგ. მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ ჩანდა ეს დალოცვილი, თავადაც უნდა წასულიყო, მსოფლიოს ციკლიც ექსპერიმენტებით ჩააგდო. პირადი მადლობა ვილის, მაგრამ ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის ასე ჯობია. ქართული სული და გული იქნება ეხლა მთლიანად. მადლობა ვილის, რაც მიგვაღწევინა", - წერს კახა ზივზივაძე.
ცნობისთვის, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)