ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ამჟამად ისრაელში იმყოფება მომღერალი ნინო ჩხეიძე. იგი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული.
მომღერალი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.
„მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ. ამჟამად ვარ თავშესაფარში. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)