8 წლის დათას, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ისრაელში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი - გიორგი კოტარია წერს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ოპერაციამ კარგად ჩაიარა,მაგარი კაცია დათი, დიდება უფალს“, - წერს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, თბილისში შარტავას გამზირზე 30 მარტს ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 8 წლის ბავშვი. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, არასრულწლოვანის მდგომარეობა ახლაც მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
წყარო:
digest.pia.ge
კომენტარები (0)