„ბავშვი არის სტაბილურად მძიმედ. სასწრაფოდ გადაჰყავთ ისრაელში, რომ იქ გააგრძელოს მკურნალობა. საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რისი შესაძლებლობაც იყო, რომ დამატებით რაც სჭირდება, იქ გაუკეთონ.
გუშინ გაიღვიძა. მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“. - ამბობს ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, ისრაელის კლინიკასთან უკვე შეთანხმებულები არიან.
„მთავარია ახლა დროულად წავიდნენ ისრაელში. ბავშვის გადაყვანა მაქსიმუმ ხვალ დილით უნდა მოხდეს,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით ჯალაღონია ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.
კომენტარები (0)