ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ამის შესახებ The telegraph-ი წერს.ირანმა ექვსი რაკეტა გაუშვა სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული ბაზისკენ.
ოფიციალური წყაროების თქმით, დოჰას მახლობლად მდებარე ალ-უდეიდის ბაზა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბი ფუნქციონირებს, „სარწმუნო საფრთხის“ წინაშე იმყოფება. ამასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვაშინგტონში საგანგებო შეხვედრას მართავენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ბაზაზე ბრიტანელი სამხედროებიც მსახურობენ როტაციის წესით. თუმცა თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი თვითმფრინავი სხვა ადგილას იქნა გადაყვანილი.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)