» ჯანქი » “არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე... მითხრეს ღვთის მადლია შენზეო - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - მანანა გიორგობიანი

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე... მითხრეს ღვთის მადლია შენზეო - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - მანანა გიორგობიანი



“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე... მითხრეს ღვთის მადლია შენზეო - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - მანანა გიორგობიანი



“არა­ფე­რი გიჟი მე არ ვარ, ნარ­კო­ტი­კებს მო­ვიხ­მარ 30 წე­ლია“, - ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მან მას შემ­დეგ თქვა, რაც მის­მა ად­ვო­კატ­მა, ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მი­მართ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი.
„არა­ფე­რი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუ­ე­ბით. არა­ნა­ი­რი აშ­ლი­ლო­ბა არ მაქვს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, წმინ­და­ნე­ბის ხილ­ვა და­ვი­წყე.. მი­თხრეს ღვთის მად­ლია შენ­ზეო, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა არ მაქვს, ნარ­კო­ტი­კებს მო­ვიხ­მარ 30 წე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მას მო­სა­მარ­თლემ ჰკი­თხა, თუ რა­ტომ მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს.
„მომ­წონს და იმი­ტომ“ - უპა­სუ­ხა მას გი­ორ­გო­ბი­ან­მა და გა­ნაგ­რძო:
„ამ­ფე­ტა­მი­ნი გა­და­ვაგ­დე ახ­ლა­ხან. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მოქ­მე­დებს ჩემ­ზე ცუ­დად, შვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­მი­კე­თეს და ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მო­მა­თავ­სეს. ჩემ­ზე ნარ­კო­ტი­კი ვერ მოქ­მე­დებს. გიჟი არ ვარ და ნუ­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს ამას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.
ცნო­ბის­თვის, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.
დღეს­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ 5 პი­რის მათ შო­რის, მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლის, ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც.
მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ 5 პირს, მათ შო­რის, ჯაკო ჩარ­კვი­ანს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

წყარო: ​ambebi.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+