ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში,
გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ალერგოლოგ-იმუნოლოგ
ბიძინა კულუმბეგოვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო აკრიტიკებს.
"ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგია. ბიჭო, მიხედე იმ ალერგიას ახლა. მივწერე პირადად, ნუ ლაპარაკობ სისულელეს, პროპაგანდას უკეთებენ ამ ჩინურ ვაქცინას. ბიძინამ დადო ეს პოსტი, ჰონგ-კონგში ძაან მაგარი კვლევა ჩატარდაო. ხალხნო, ეს არის როგორი სისულელე. ყველა სააგენტომ აიტაცა, დედა, კულუმბეგოვმა დადო, ძალიან მაგარი კვლევა
რა არის მაგარი?! არ იცი, რომ ჰონგ-კონგი უკვე ჩინურია და იქ ყველაფერს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს?! კვლევის ლინკი აქვს დადებული. აბა, წაიკითხე, ვინ დააფინანსა ეს კვლევა - ჩინეთის მთავრობამ და ნახეთ რამდენმა ადამიანმა გაიარა ამ კვლევაში - 360-მა ადამიანმა.
ჩინელებმა 1 მილიარდი ადამიანი აცრეს იმ ჩინეთში და მარტო 360 ადამიანში ნახეს, რომ ჩინური ვაქცინა კარგია?!" - ამბობს ფხაკაძე.
ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძნა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომელიც ჩინური წარმოების "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინების ეფექტიანობაზე მიუთითებენ.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)