უკვე რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი რეპერის, შონ ჯონ ქომბსის, იგივე P Diddy-ს გარშემო სკანდალი გრძელდება და სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.
რამდენიმე დღის წინ, რეპერი ნიუ-იორკში დააკავეს და მას სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებები წაუყენეს. მისი ადვოკატი, მარკ აგნიფილო, მედიასთან კომენტარს აკეთებს ქომბსის დაკავების დეტალებზე და სახლში ჩხრეკის დროს აღმოჩენილ 1000 ბოთლ, ბავშვის ზეთის საკითხზე.
- "არ ვიცი საიდან გაჩნდა მედიაში ციფრი 1000... ვფიქრობ, ეს უბრალოდ მეტისმეტი იყო", - თქვა ადვოატმა და ასევე ხუმრობით აღნიშნა: "ქომბსი დიდი რაოდენობით ყიდულობს პროდუქტებს და მარაგები აქვს ყველგან, სადაც სახლი აქვს".
ბრალდებაში აღწერილია, რომ სექს წვეულებების დროს რეპერი კომერციულ სექსმუშაკებს და მსხვერპლებს აიძულებდა სექსუალურ აქტებში ჩართვას. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ქომბსი მათ ვიდეოებს უღებდა და ამ კადრებს ინახავდა, მსხვერპლებს ასევე აკრძალულ ნივთიერებებს ურიგებდა.
აღნიშნული ბრალდებები სერიოზულ ზიანს აყენებს შონ ქომბსის რეპუტაციას, თუმცა მისი იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ საქმე არასწორად არის წარმოებული.
- ბრალდებაში ასევე აღწერილია ბავშვის ზეთის პოვნის ფაქტი და ნათქვამია: "2024 წლის მარტში, მაიამსა და ლოს-ანჯელესში შონ ქომბსის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს სხვადასხვა "ეროტიკული წარმოდგენებისთვის“ საჭირო ატრიბუტები, მათ შორის ნარკოტიკები, 1000-ზე მეტი ბოთლი ბავშვის ზეთი და ლუბრიკანტი".
ქომბსი ნიუ-იორკში 16 სექტემბერს დააკავეს.17 სექტემბრის მოსმენაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
რეპერის დაკავებიდან რამდენიმე დღეში1999 წელს გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ის წინასწარმეტყველებს, რომ ოდესმე გრანდიოზული წვეულებების გამო, მის დაპატიმრებას შეეცდებოდნენ.
"გაიგებთ ჩემს წვეულებებზე, მათ დახურვას ეცდებიან. ალბათ, დამაპატიმრებენ, ათასგვარ გიჟურ რაღაცას გააკეთებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კარგი დროის გატარება გვინდა. ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ მხიარულებას. ყველას ვახალისებთ, ვინც არ უნდა იყოს", - ამბობდა მაშინ რეპერი.
სრულად წაკითხვა
კომენტარები (0)