„ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაბრალდა ფეხბურთელის ფორმა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ჩვენი ნაკრებიდან ვისაც აკრიტიკებს, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა.
"კვარა" ცუდად არ თამაშობს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არ არის და ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორსაც გულშემატკივარი მიეჩვია. ზოგიერთმა კი ეს იმ ფაქტსაც კი დაუკავშირა, რომ ხვიჩამ ცოლი შეირთო. აღნიშნულ თემას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში.
ამ თემას ეხმიანება "ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:
"რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაბრალდა ფეხბურთელის ფორმა.
ხალხი სერიოზულად მსჯელობს ამაზე.
აი, ნაცები რომ მე დავშალე, მაგ ოპერიდანაა. იქამდე დაგამცირებთ, სანამ ამ მეზოზოურ სიგიჟეს თავიდან არ ამოიგდებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები (0)