მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე "სიცრუის დეტექტორში" იმყოფებოდა, სადაც შვილის გაყიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ოჯახის ახლობელია დამნაშავე.
"შეგვეძინა შვილი, 86 წლის ოქტომბერში, აბსოლუტურად ჯანმრთელი, წონით, ფერით, უი რა ლამაზია შეძახილებით, გოგო იყო. მეორე დღეს მეუბნებიან, რომ ბავშვი ასფიქსიით გარდაიცვალაო, ისეთი შოკი იყო, არ ვიცი მსგავსი რამე ვინმეს თუ განუცდია... ზუსტად იმ წამში, ის ახლობელი, რომელიც თავზე ედგა, არ იყო იმ დღეს იქ და ბავშვი ქრება, მე ეჭვი არ მეპარება ერთი წამითაც, რომ შენი ტოლა ჩემი გოგო სადღაც დადის და მე მინდა, რომ ეს იყოს სიმართლე, არ მიცდია არასდროს მომეძებნა და ახლა დავიწყებ, ჩვენ გარდაცვლილი ბავშვი არ გვინახავს, ის ახლობელი, რომელიც სავარაუდოდ, ამ ამბავშია გარეული ცოცხალი არ არის" - უთხრა ტელეწამყვანს მსახიობმა.
წყარო:
kvirispalitra.ge
კომენტარები (0)