» ჯანქი » "ყველა შოკში ვართ, არ გვჯერა,დათო უწესიერესი ბიჭი იყო..." - სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ყველა შოკში ვართ, არ გვჯერა,დათო უწესიერესი ბიჭი იყო..." - სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი



"ყველა შოკში ვართ, არ გვჯერა,დათო უწესიერესი ბიჭი იყო..." - სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სანზონაში მომხდარი მკვლელობის შესახებ "ნიუპოსტისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 17 წლის ბიჭია.

ჩვენი ინფორმაციით,  ლიახვის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა.  

"ნიუპოსტს" მოზარდის ოჯახის ახლობელი უყვება, რომ დათოს არაოდეს, არანაირ გარჩევაშ მონაწილეობა არ მიუღია.  ოჯახის ახლობელი ყვება იმასაც, რომ შელაპარაკება სავარაუდოდ გოგოს გამო დაიწყო:

"ჩემი მეზობელია, ძალიან წესიერი და წყნარი ბავშვი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი რაიმე გარჩევაში თუ იქნებოდა ჩართული, ახლაც ვერ მოვდივარ გონს, ისეთი ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი იყო, რაც გავიგე, მგონი გოგოს გამო მოხდა დაპირისპირება, სხვა არაფერი ვიცი, მაგრამ დაუჯერებელია ეს ფაქტი, მთელი სამეზობლო შოკში ვართ, ახლაც არ გვჯერა... დათო ერქვა, უწესიერესი ბიჭი იყო, ასეთი რამ როგორ უნდა დამართნოდა არ მესმის" - გვეუბნება მოკლული ბიჭის ოჯახის ახლობელი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+