მარიუპოლში ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც აზოვსტალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, უკვე ევაკუირებულია. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა - უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.
"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები ევაკუირებულია აზოვსტალიდან", - თქვა მან.
ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)