» ჯანქი » "ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ! გყოფნით თავხედობა და გვამუნათებთ" - ლაშა ბექაურის დედა

"ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ! გყოფნით თავხედობა და გვამუნათებთ" - ლაშა ბექაურის დედა



"ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ! გყოფნით თავხედობა და გვამუნათებთ" - ლაშა ბექაურის დედა



ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ლაშა ბე­ქა­უ­რის დედა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს. ვიკა წიკ­ლა­უ­რი წერს, რომ წელს ეს არის მისი უკა­ნას­კნე­ლი სტა­ტუ­სი მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე.
- არ მინ­დო­და ამის და­წე­რა, რა­საც ახლა ვწერ. არ მინ­დო­და, რად­გან ქრის­ტე უნდა იშ­ვას მალე და არა­ფე­რია ამ მოვ­ლე­ნა­ზე ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი. არ მინ­დო­და, რად­გან ჩემს პოსტზე გი­ე­ნე­ბი­ვით სი­სი­ნე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩემს აზრს არ იზი­ა­რებს.
დღე­ვან­დელ და­ძა­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­დაც ნაპ­რა­ლის იქით მხა­რეს დარ­ჩა ბევ­რი ჩემი ნაც­ნობ უც­ნო­ბი, არც კი და­მიშ­ვია ფიქ­რშიც კი, გა­მე­ლან­ძღა ან და­მე­წყევ­ლა ისი­ნი, რად­გან ვიცი, ამა­ზე დიდი ნაპ­რა­ლი ამო­უვ­სია იმ დიად ძა­ლას, რა­საც უფ­ლის რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია. უღ­მერ­თოდ არც ადა­მი­ა­ნი ვარ­გა, არც ოჯა­ხი, არც სამ­შობ­ლო და არც მსოფ­ლიო. ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და­კარ­გავს აზრს მის გა­რე­შე. 
 

 
ამ წელს, ეს არის ჩემი უკა­ნას­კნე­ლი სა­ჯა­რო პოს­ტი, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ვფიქ­რობ, თქვენ, ვინც აქ­ცი­ებ­ზე დგა­ხართ, არ დგა­ხართ სამ­შობ­ლოს გამო! დიახ! არამც და არამც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი არ ჰქვია იმას, რის გა­მოც დღეს, შო­ბის მარ­ხვა­ში აქ­ცი­ებს მარ­თავთ. ყვე­ლა მოვ­ლე­ნა სა­ი­დან­ღაც იღებს სა­თა­ვეს. და სწო­რედ ეს სა­თა­ვე უნდა იყოს კე­თი­ლი სა­წყი­სის, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის ვერ დას­რულ­დე­ბა კე­თი­ლად. დღე­ვან­დე­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­თა­ვე ცოტა უფრო შო­რი­დან იწყე­ბა, ვიდ­რე ეს აქ­ცი­ე­ბია.
 
უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის ზედ­მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი " გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნით" , რო­მელ­საც არა­ფე­რი ჰქონ­და რუ­სეთ­თან სა­ერ­თო და მა­ინც... ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის სლო­გან­ზე " წა­მო­ე­გო" ხალ­ხი, "არა რუ­სულ კა­ნონს".
თქვენ, უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ გცოდ­ნო­დათ რამ­დე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია არის დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში და რამ­დე­ნი ციც­ქნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ აჰ­ყვე­ბო­დით ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა გან­გაშს, სა­გან­გა­შო ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ, უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბით მათი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.
30 000 არა­სამ­თავ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია 5-ჯერ მეტ თა­ნამ­შრო­მელს ხომ იტევს? - ანუ 150 000 ადა­მი­ანს, ჰოდა 150 000 შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და ქლე­სა, გამ­ყიდ­ვე­ლი, პირ­სის­ხლი­ა­ნი, მე­ვახ­შე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­წო­დე­ბებ­ზე არ უნდა გა­სუ­ლი­ყა­ვით ქუ­ჩა­ში. დიახ!გე­წყი­ნათ?- ცივი წყა­ლი და­ლი­ეთ.
თქვენ თქვე­ნი პი­რა­დი კომ­ფორ­ტის­თვის დგა­ხართ. გაქვთ უფ­ლე­ბა, გსურ­დეთ უკე­თე­სი ყოფა. ეს არა­ნა­ი­რად არ არის სა­თა­კი­ლო ან საძ­რა­ხი­სი. მაგ­რამ გყოფ­ნით თავ­ხე­დო­ბა და გაჰ­ყვი­რით, სამ­შობ­ლოს­თვის ვდგა­ვარ­თო და და­ნარ­ჩე­ნებ­საც გვა­მუ­ნა­თებთ, გინ­და თუ არა, გა­მო­დი­თო. უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ილან­ძღე­ბით, იგი­ნე­ბით, ვან­და­ლურ აქ­ტებს აწყობთ, პო­ლი­ცი­ას აფურ­თხებთ და თან ხე­ლიც გინ­დათ გა­და­გის­ვან მო­ფე­რე­ბით სა­პა­სუ­ხოდ?
თქვენ რომ სამ­შობ­ლო გტკი­ო­დეთ, ან­წუ­ხე­ლი­ძე რომ მოგ­ვიკ­ლეს, მა­შინ აწევ­დით ერთ ად­გი­ლებს და გა­მოხ­ვი­დო­დით! მაგ­რამ ან­წუ­ხე­ლი­ძე თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი არ იყო და "გა­ა­ტა­რეთ"....სა­მა­გი­ე­როდ უნი­ჭო და ყოვ­ლად მა­ხინ­ჯი " პერ­ფორ­მან­სით, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან , მავ­თულხლარ­თებ­თან შარ­ვლე­ბი ჩა­ი­ხა­დეთ და მერე ამა­ყობ­დით, რუ­სებს დავ­ცი­ნეთ, უკა­ნა­ლი ვაჩ­ვე­ნე­თო.
შარ­ვალ­ჩახ­დი­ლი კაცი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სხვას დას­ცი­ნო­დეს? - თქვენ რომ სამ­შობ­ლო გტკი­ო­დეთ, და­ვით-გა­რე­ჯის თე­მებ­ზე ატეხ­დით გან­გაშს, ხუთი კა­ცით წვი­მა­ში რომ ვი­დე­ქი რუს­თა­ველ­ზე.თქვენ რომ სამ­შობ­ლო გტკი­ო­დეთ, 2008 წლის უბე­დუ­რე­ბას გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დით და პა­სუხს მოს­თხოვ­დით გმი­რის მან­ტი­ის მომ­პა­რავ " ბე­ლადს", ქვე­ყა­ნა რომ თა­ვის იდი­ო­ტურ, თავ­ხე­დურ პრო­ვო­კა­ცი­ას, შეს­წი­რა, თო­რემ ყვე­ლამ კარ­გად იცის ვისი წა­მო­წყე­ბუ­ლი იყო ეს სა­ში­ნე­ლი დღე!
თქვენ რომ სამ­შობ­ლო გტკი­ო­დეთ, მუხლდა­ჩო­ქი­ლი, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ილო­ცებ­დით და შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბას სთხოვ­დით უფალს.მაგ­რამ არა!თქვენ სამ­შობ­ლო მხო­ლოდ კარ­გი ხელ­ფა­სი და პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბა გგო­ნი­ათ.
"სლა­ვა უკ­რა­ი­ნას" ძა­ხი­ლით მოძ­რა­ობთ და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯან­მრთე­ლი კა­ცე­ბი ჩვენს მი­წა­ზე სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ებ­ში "გუ­ლა­ო­ბენ".ომი გწყუ­რი­ათ? წა­დით! იო­მეთ! თქვენს მე­გო­ბარ, მას­ხა­რა ზე­ლენ­სკის ომით შე­მო­სუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბი უთ­ვა­ლეთ და კარ­გად ჰკი­თხეთ, რად და­უჯ­და ეს გა­რი­გე­ბა! სის­ხლდაწ­რე­ტილ, ას­გზის ნა­ო­მარ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეშ­ვით! არ წა­მო­ვე­გე­ბით თქვენს ან­კეს­ზე, თქვე­ნი სა­ტყუ­ა­რა ზედ­მე­ტად სა­სა­ცი­ლოა ჩვენ­თვის! შე­ეშ­ვით იმ ხალ­ხის ლან­ძღვა გი­ნე­ბას და წყევ­ლა კრულ­ვას, ვინც თქვენ­თან არ დგას!ერეკ­ლე მე­ო­რეს, ხმლე­ბით სხე­ულ­და­ჩე­ხილ მე­ფეს, სამ­შობ­ლოს დაც­ვის­თვის ნა­ი­ა­რევს, უგუ­ნუ­რი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებთ და ღა­ლატ­ში სდებთ ბრალს მე­ფეს, რომ­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ახლა რომ ქრის­ტი­ა­ნი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქარ­თველ­ნი გვქვია!
რა ენით მო­იხ­სე­ნი­ებთ უძ­ლუ­რე­ბა­ში მყოფ პატ­რი­არ­ქს! დას­ცი­ნით ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს გა­მო­სულ ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მიერ გა­მარ­თულ მსვლე­ლო­ბებს ამარ­თლებთ. ფრთხი­ლად! ეს სა­ქარ­თვე­ლოა! ეს ის სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, როცა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნულ­მა ქვე­ყა­ნამ ზი­ა­რე­ბა აკ­რძა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭის, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, ვი­დე­ქით ადა­მი­ა­ნე­ბი ტაძ­რის ეზო­ებ­ში და სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ვი­ღებ­დით ზი­ა­რე­ბას ჩვენს შვი­ლებ­თან ერ­თად!გვე­ში­ნო­და? - არა! უღ­მერ­თო სი­ცო­ცხლის უფრო გვე­ში­ნო­და, ვიდ­რე ხე­ლოვ­ნუ­რი ვირუ­სით სიკ­ვდი­ლის.ასე ფიქ­რობ­და ალ­ბათ მე­ტე­ხის ხიდ­ზე მდგა­რი 100 000 ქარ­თვე­ლი, ქრის­ტეს ხატს რომ ფეხი არ და­ა­ბი­ჯა. ასე ფიქ­რობ­და ალ­ბათ ან­წუ­ხე­ლი­ძეც, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას რომ ფეხი არ და­ა­ბი­ჯა.ასე ფიქ­რობ­დნენ ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, ტყვი­ე­ბის მო­ლო­დინ­ში შავ­ლე­გოს რომ შეჰ­ბღა­ოდ­ნენ ცას!მე არ მბუ­რძგლავს მყვი­რა­ლა ლო­ზუნ­გებ­ზე! ორა­ტო­რო­ბა­ში გა­წა­ფუ­ლი , ნას­წავ­ლი ნა­ძი­რა­ლე­ბის პა­თე­ტი­კურ მო­წო­დე­ბებ­ზე!
გული მე­რე­ვა იმ ფრა­ზებ­ზე, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ გაჟ­ღერ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მეს­ვე­ურ­თა უგ­ვა­ნო პი­რე­ბი­დან:" რა­ღაც სხვა არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი , რომ მასა ავი­ყო­ლი­ოთ". მერე... როცა ხი­ფა­თის სუნს იგ­რძნო­ბენ, ვირ­თხე­ბი­ვით სო­რო­ებ­ში შეძ­ვრე­ბი­ან და მათ­გან მო­ტყუ­ე­ბულ გუ­ლუბ­რყვი­ლო ახალ­გაზ­რდებს სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტე­ბენ.
დიახ, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის, რე­სურ­სის და ბევ­რი სხვა მი­ზე­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუშ­ტე­ბის ქნე­ვით არ­ცერთ დიდ ერს არ უნდა ვე­სა­უბ­როთ!დიახ, მი­მაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს აგ­ვა­რი­დოს მსოფ­ლიო სი­გი­ჟეს და ომის ის­ტე­რი­ას.დიახ, სწო­რედ ამის­თვის, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ აქვე გა­მოვ­თქვა ჩემი პრო­ტეს­ტი იმ თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გამო, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რა­ში­აც დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით!სა­ნამ ომზე და უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს და­ი­წყებთ, იქ­ნებ მა­ნამ­დე იმ ხალ­ხს გა­ე­სა­უბ­როთ, ვინც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, ვი­საც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცო­ცხლად და­უწ­ვეს, გა­უ­უ­პა­ტი­უ­რეს, და­უხვრი­ტეს.იქ­ნებ გორ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხოთ, რა არის ომი....მათი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნოთ და მერე აკე­თოთ მო­წო­დე­ბე­ბი ომზე!გე­ყოთ! ნუ გა­და­აქ­ცევთ რუს­თა­ველს სის­ხლის ღვრის კე­რად! მსხვპლშე­წირ­ვის ად­გი­ლად! მა­მო­ნას მსა­ხუ­რე­ბაა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი! ახლა ლოც­ვის სიყ­ვა­რუ­ლის მი­ტე­ვე­ბის დროა!ნუ მოვ­კლავთ და­უ­ბა­დე­ბელ ქრის­ტეს კი­დევ ერთხელ! და­შოშ­მინ­დით! სა­ნამ ნაპ­რა­ლი ისე არ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლა, რომ მის სხვა­დას­ხვა მხა­რეს მდგო­მი, ყვე­ლა არ ჩაგ­ვით­რია იმ დიდი სი­ძულ­ვი­ლის უფსკრულ­ში, სა­ი­და­ნაც ვე­რას­დროს ამო­ვალთ.
მი­წის მაღ­ლა კი პირ­და­კე­ტი­ლი ნაპ­რა­ლის თავ­ზე ივ­ლის მტე­რი, ჩვე­ნი სიბ­რიყ­ვით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ასე გავ­ქრე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან....თქვე­ნი მხრი­დან ჩემს მი­მართ ყო­ველ ლან­ძღვა­ზე ტკბილ სი­ტყვას გა­გე­ბებთ.წყევ­ლა­ზე-ლოც­ვას,სი­ძულ­ვილ­ზე სიყ­ვა­რულს .ბრაზ­ზე- მოთ­მი­ნე­ბას,მშვი­დო­ბა გვქონ­დეს.....მიყ­ვარ­ხართ, რად­გან ყვე­ლა თქვენ­გან­ში, ასეთ­ში თუ ისეთ­ში. არის თუნ­დაც პა­ტა­რა სა­უფ­ლო წილი.ამ წი­ლის გამო, ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი არ გა­გე­მიჯ­ნოთ არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კის გამო და მიყ­ვარ­დეთ. სა­ნამ მთა­ვარ ზღვარს არ შე­ე­ხე­ბით,მშვი­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში.

წყარო: ​newposts.ge/​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+