» ჯანქი » "რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - რას წერს პარლამენტარ გენო პეტრიაშვილის ცოლი?

"რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - რას წერს პარლამენტარ გენო პეტრიაშვილის ცოლი?



"რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - რას წერს პარლამენტარ გენო პეტრიაშვილის ცოლი?
ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის და ახლა უკვე ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ნინი მშვი­დო­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბოლო დროს მისი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა კარ­გად გა­მო­ამ­ჟღავ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი ბევ­რმა. ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი და შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო არ შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, თუ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში გინ­დათ ცხოვ­რე­ბა, თქვენც ასე უნდა იყოთ.

თუმ­ცა, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბოღ­მას ვერ მა­ლა­ვენ და ბო­როტ სურ­ვი­ლებს და წყევ­ლას უგ­ზავ­ნით ჩემს ოჯახს და ჩემს შვი­ლებს. გრცხვე­ნო­დეთ!!! რამ­დე­ნი ბოღ­მი­ა­ნი მყო­ლი­ხართ გა­მომ­წე­რებ­ში, ვინც იცნო სა­კუ­თა­რი თავი, თა­ვად ამომ­შა­ლოს.

გამ­ყიდ­ველს რო­გორ უწო­დებთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თა­ვის ქვე­ყა­ნას ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. გან­სხვა­ვე­ბით სხვა სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ფულ­ზე გა­ი­ყიდ­ნენ და სხვა ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ ას­პა­რე­ზო­ბენ დღემ­დე.


ზო­გი­ერ­თმა თქვენ­გან­მა სი­ნა­ნუ­ლიც გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი მშობ­ლე­ბის მი­მართ, ნეტა სპორტზე მი­ვეყ­ვა­ნე, პარ­ლა­მენ­ტა­რი გა­მო­ვი­დო­დიო, კი ნამ­დვი­ლად ყვე­ლა თქვენ­გა­ნი გახ­დე­ბო­დით ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი.
რუ­სე­ბის მო­ნე­ბი თა­ვად­ვე ხართ! ჩემი და გე­ნოს მამა-პა­პე­ბი ყო­ველ­თვის იბ­რძოდ­ნენ ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად. თუ რამე ცუდი გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ზი­ან­და და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ში ვერ ერ­კვე­ვით და არა­ფე­რი გა­გი­გი­ათ 2008 წელს, მო­რალს ნუ მი­კი­თხავთ.

წყარო: ​ambebi.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+