» ჯანქი » სოფო ტოროშელიძემ ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა

სოფო ტოროშელიძემ ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა



სოფო ტოროშელიძემ ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა



მუ­სი­კო­სი სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის პრო­დი­უ­სე­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ახლა ყვე­ლა­ზე არას­წო­რი დროა, რომ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "იმედ­ზე“ დღეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ ახა­ლი სე­ზო­ნი უნდა და­ი­წყოს. ტო­რო­შე­ლი­ძე ამ პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია გა­და­ი­დე­ბა თუ არა შოუს და­ი­წყე­ბა

"რო­გორც იცით, უკვე 15 წე­ლია, რაც ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი ვარ. წლე­ბია ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წე­ლია არ­ც ერ­თი არ­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ვარ. ვარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებს ან ვთან­ხმდე­ბი ან არა, გა­აჩ­ნია რა ხა­რისხზეა სა­უ­ბა­რი და გა­დამ­წყვე­ტია ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი. ვი­საც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უმუ­შა­ვია კარ­გად იცის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო - ტე­ლე­ვი­ზია არის სა­ინ­ფორ­მა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტი და პრო­დაქ­შე­ნი, რომ­ლე­ბიც აკე­თებს კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მებს. 

სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ვინც უყუ­რებს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ერ­თვე­ბა ხოლ­მე გა­და­ცე­მებ­ზე და პი­რი­ქით. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­წევს არ­ხის რე­ი­ტინგს ვემ­სა­ხუ­რო - ცოტა ამ­ბი­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ჟღერ­დეს, მაგ­რამ არც თუ ისე ცუ­დად. ამ მო­მენ­ტში მინ­და ვი­სა­უბ­რო იმ სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე­ზე, რო­მე­ლიც აკე­თებს იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ არ­ხის რე­ი­ტინგს, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბელ, არ­ნა­ხულ მა­რაზმსა და სა­ში­ნელ პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. რა თქმა უნდა ვე­მიჯ­ნე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს. ვიცი ამ გან­ცხა­დე­ბით რა პრობ­ლე­მა­საც ვიქ­მნი, კარ­გად ვიცი, რაც ახლა მე­ლო­დე­ბა, თუმ­ცა ჩემი მო­რა­ლი და ის, რაც ცხო­ვე­ლე­ბის­გან გან­გვას­ხვა­ვებს - ნა­მუ­სი, მე­უბ­ნე­ბა, რომ ახლა ყვე­ლა­ზე არას­წო­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად გა­ვაგ­რძე­ლო და გა­ვა­კე­თო.
ახლა არ არის ამის დრო, ნეტა მშვი­დო­ბით გაგ­ვი­თენ­დეს და დაგ­ვი­ღამ­დეს. რა ომზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, რუ­სე­თი ცხოვ­რე­ბა­ში ვინ­მეს რა­მეს ით­ვა­ლის­წი­ნებს? - მი­ზე­ზი სჭირ­დე­ბა, რომ ომი წა­მო­ი­წყოს? როცა უნდა მა­ინც შე­მო­ვა. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ მე და ჩემს მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს რა გვინ­და დაგ­ვა­ჯე­როთ, ერთი წა­მით მა­ინც რომ წარ­მო­ვიდ­გენ ომი და­ი­წყოს ეს ჩემ­თვის მარ­ტი­ვი მი­სა­ღე­ბია? - ორი შვი­ლის დედა ვარ.

რა "ნაცი", რა ბაბ­ლი, ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ვართ ვინც გა­და­ვი­რი­ეთ და შეშ­ლი­ლე­ბი ვართ. რო­გორ უნდა და­მა­ჯე­როთ რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი არის კარ­გად. ყო­ველ დი­ლას ვიღ­ვი­ძებ და ვი­ღაც და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია. ეს არ არის ომი? - ვინ და­მა­ჯე­რებთ, რომ კარ­გად ვცხოვ­რობთ, მა­ღა­ზი­ა­ში არ შე­დი­ხართ და პრო­დუქ­ტებს არ ყი­დუ­ლობთ?

სა­მო­მავ­ლოდ იმე­დი მაქვს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ბევ­რი კო­ლე­გა მყავს, კარ­გი საქ­მე­ე­ბის იდე­ე­ბი გვაქვს.
გაქ­ცე­ვა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია და ეს რომ გვინ­დო­დეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ვა­კე­თებ­დით. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ჩვენ ვართ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნას ინა­ხა­ვენ. ვინც არ­ჩენს, ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით. საქ­მის კე­თე­ბაც ვი­ცით, ფა­სიც, გვი­კე­თე­ბია და გა­ვა­კე­თებთ კი­დეც. ჩვენს საქ­მეს ჯან­საღ გა­რე­მო­ში გა­ვა­კე­თებთ და არა იმ მა­რაზმში, რაც ახლა ხდე­ბა. ვი­აზ­რებ იმ შე­დეგს რაც მოჰ­ყვე­ბა ამას, რაც არის იყოს, დაე, მოხ­დეს ისე რაც მოხ­დე­ბა", - აცხა­დებს სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე.

წყარო: ​resonancedaily.com​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+