» ჯანქი » ვინ არიან და-ძმა ვიბლიანები ,რომელთა ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.

ვინ არიან და-ძმა ვიბლიანები ,რომელთა ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.



ვინ არიან და-ძმა ვიბლიანები ,რომელთა ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ქორ­წი­ლის ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დის და მას ძმა აჩე­რებს. ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და და-ძმის გა­მორ­ჩე­ულ გა­რეგ­ნო­ბას, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რებ­ში ხალ­ხის ნა­წი­ლი წერ­და, რომ გო­გო­ნას ძმა ჩაგ­რავ­და, ზო­გიც ბიჭს უწო­ნებ­და საქ­ცი­ელს… ლა­მა­ზი და-ძმა მა­რი­ამ და ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი არი­ან.



ინ­ტერ­ვი­უ­ზე მათ უფ­როს დას, მეგი ვიბ­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­მაც ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მეგი ად­რეც იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბო­და….

– მეგი, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ გა­ავ­რცე­ლეთ, ალ­ბათ არც ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?
– ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით, პა­ტარ­ძალს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, თეთ­რი თა­ი­გუ­ლი ეჭი­რა და რო­დე­საც უნდა ეს­რო­ლა, ჩემს დას, მა­რი­ამს ვუ­თხა­რი, მიდი, რა მა­რი­ამ, და­ი­ჭი­რე და მო­მი­ტა­ნე, არ მინ­და, რომ გა­პუ­ტონ-თქო. თა­ვი­დან უარ­ზე იყო, მერე ადგა მა­ინც მი­ვი­და. ირაკ­ლიმ რომ და­ი­ნა­ხა, თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დი­ო­და, უთხრა, რა თა­ი­გუ­ლიო, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ჩანს ვი­დე­ო­ში, მა­რი­ამ­მა მე შე­მომ­ხე­და გაბ­რა­ზე­ბულ­მა, რა­ტომ გა­მიშ­ვიო. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რა და­ვა­დე, რო­მე­ლიც ასე ითარ­გმნე­ბა, “გა­თხო­ვე­ბა როცა გინ­და და თვა­ლე­ბი გაქვს დიდი, მაგ­რამ საქ­მეს რომ გე­ტყვი­ან, მა­შინ ამ­ბობ, რომ ბავ­შვი ხარ”.
იქამ­დე მა­რი­ამ­საც ვაჩ­ვე­ნე, დე­და­საც და ყვე­ლამ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. არ ვე­ლო­დი თუ ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. სა­ერ­თოდ, ირაკ­ლი ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძმაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ა­მის­თვის, მე მათ­ზე უფ­რო­სი ვარ და 11 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ვარ, ჩი­ნეთ­ში ვცხოვ­რობ. ესე­ნი სულ ერ­თად არი­ან და გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. კო­მენ­ტა­რე­ბი რომ და­წე­რეს ირაკ­ლი­ზე, მა­რი­ა­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ წერს ხალ­ხი ამას, და­ჩაგ­რუ­ლი რა­ტომ გა­მო­ვე­დიო. მე ხალ­ხი­საც მეს­მის, ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, ვერ მიხ­ვდნენ რა ხდე­ბო­და.
ირაკ­ლი და მეგი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი
– მეგი, თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი.
– ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, დე­დი­სა და მა­მის მხრი­დან შვი­დი თა­ო­ბა სვა­ნე­ბი. მე, ილია, ირაკ­ლი, მა­რი­ა­მი და ნა­ბო­ლა­რა 10 წლის სე­სი­ლი. ირაკ­ლი სამ­ჯერ იყო ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან ჩა­მო­სუ­ლი. ახლა ზა­ფხულ­ში მა­რი­ამ­საც წა­ვიყ­ვან, მინ­და, რომ ჩი­ნურ კო­ლე­ჯში შე­ვიყ­ვა­ნო და ენა ის­წავ­ლოს.
– მეგი, დიდი ხა­ნია რაც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობთ, თუმ­ცა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ, იმი­ტომ რომ მალე ბავ­შვს ელო­დე­ბით და აქ გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეთ.
– შვი­დი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ და ახლა პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბი და დრო­ე­ბით ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, მით უმე­ტეს მა­მაც სვა­ნი მყავს. რო­დე­საც და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი და მა­მას ვკი­თხე, მი­თხრა, ვინც გინ­და იმას უნდა გაჰ­ყვე, მაგ­რამ კარ­გად გა­ი­ცა­ნი, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბო. გავ­ყე­ვი ჩი­ნელს და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი გიჟ­დე­ბა ჩემს ქმარ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.
მა­რი­ამ ვიბ­ლი­ა­ნი
– რო­დე­საც ეს ვი­დეო გავ­რცელ­და, მე­ო­რე დღეს, ირაკ­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც ჩანს, რომ თით­ქოს სა­მო­დე­ლო სფე­რო­შია?
– არა, უბ­რა­ლოდ ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქუ­ჩა­ში ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ა­ჩე­რა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა სთხო­ვა. მე ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი მი­ვე­ცი და ასე შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. იკა 21 წლის არის. ზო­გა­დად ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩვენს ოჯახ­ში დედა იყო, უხა­რო­და, რომ ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ი­ღეს მის­მა შვი­ლებ­მა. ვი­დე­ო­ში ქალი რომ ჩანს, მა­რი­ამს ამ­შვი­დებს, ყვე­ლას დედა ეგო­ნა, მაგ­რამ ჩვე­ნი ბი­ცო­ლაა.
ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნი
ხალ­ხს ადეkვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მე უფრო ვარ მკაც­რი და ვიდ­რე ირაკ­ლი. მა­რი­ა­მზე რე­ა­ლუ­რად ერთი ცოტა ისე­თი კო­მენ­ტა­რიც არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი უწერ­და რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ეს ისე მი­ხა­რია, ყო­ველ­თვის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა ჰქონ­და. ირაკ­ლის და მა­რი­ამ­საც არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ იმის ამ­ბი­ცია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მი­ხა­რია, ორი­ვეს და­ვა­ჯე­რე რომ იდე­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვთ. მა­რი­ა­მი ჩი­ნეთ­ში რომ წა­მო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ ჩემ­თან იცხოვ­რებს, მო­დე­ლო­ბა უნდა. დე­დაც ჩემ­თან მო­დის ბავ­შვი რომ შე­მე­ძი­ნე­ბა, რად­გან სხვა­ნა­ი­რად მე ვერ ვი­მუ­შა­ვებ. სა­ერ­თოდ მა­რი­ა­მი ისე­თი ბავ­შვია აკ­რძალ­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.
და-ძმა ვიბ­ლი­ა­ნე­ბის დედა
– და­ი­ჭი­რა ბო­ლოს თა­ი­გუ­ლი?
– ვერ და­ი­ჭი­რა და რო­გორც ვფიქ­რობ­დი, ის თეთ­რი თა­ი­გუ­ლი რე­ა­ლუ­რად გა­პუ­ტეს. ყვე­ლამ ძა­ლი­ან იხა­ლი­სა ამ ვი­დე­ო­ზე, პა­ტარ­ძალ­მაც. არც გვი­ფიქ­რია, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი მოყ­ვე­ბო­და.
 

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+