მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ადამიანებს მიმართავს ვინც რობერტ სტურუას აკრიტიკებს. ხურცია ახსენებს მათ, რომ სტურუა ის ადამიანია, რომელმაც "ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაზარდა და ხელობა ასწავლა"."ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბატონ სტურუას ვგულისხმობ.
დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა”, მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი კიდევ რამდენი რამ… და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი!! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია" - წერს ხურცია.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მსახიობების დიდი ნაწილი გაიფიცა. აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას და მიმართავენ კოლეგებს, მომხდარზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. რაც შეეხება რობერტ სტურუას, მან გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:"რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის"ფეისბუქ“ გვერდზე.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)