გუშინ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გიორგი ზარქუა ერთ-ერთია უამრავ აბიტურიენტს შორის, რომელიც წელს გამოცდებს აბარებს და სჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.
"ფეხის საშუალებით კლავიატურაზე ვბეჭდავდი, ჩვეულებრივად. ქართულში სამი საათი გვქონდა, მაგრამ მე გაორმაგებული მქონდა, საათი და 32 წუთი გამოვიყენე. ვიყავი ორ დამკვირვებლებთან და ყველას აინტერესებდათ, როგორ წერს ეს ბავშვი გამოცდასო.
2006 წელს დავიბადე ხელების გარეშე. ამას ერთი წუთითაც არ შეუშლია ხელი ჩემთვის. პირიქით გამოწვევა გამოწვევაზე მოდიოდა და საინტერესო გახდა ჩემ ცხოვრება. ვერ წარმომიდგენია რომ ხელებით ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა.
სპეციალიზებულ პირობები დავწერე მთელი გამოცდა, კლავიატურითა და მაუსით. ვფიქრობ, რომ კარგად ავწერე. მადლობა " NAEC" - ს რომელმაც უდიდესი საქმე გამიკეთა და დრო გამიორმაგდა. მონიშნული მაქვს 5-6 უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. უფრო პოლიტიკისკენ მინდა წავიდეს ჩემი კარიერა." - ამბობს აბიტურიენტი PALITRAVIDEO-სთან საუბრისას.
ვიდეო იხილეთ ლინკზე
კომენტარები (0)