წარმატებული საოპერო მომღერლის დავით სუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ზღაპარს უფრო ჰგავს. იგი ბევრისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეუშინდეს ადამიანი დაბრკოლებებს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დავით სუმბაძე წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან არის… მან ბევრი იბრძოლა, რომ დღეს მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი ყოფილიყო. ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს და მის საოცარ ისტორიას ჰყვება:
– გვიამბეთ თვენს ბავშვობაზე…– არაერთხელ მაქვს მოყოლილი ჩემი ბავშვობის შესახებ და ვფიქრობ, ამის გამეორება კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მომიწევს, რათა ჩემი გამოცდილება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო იყოს. როგორც ხელოვანი ადამიანების უმეტეს ნაწილს, არც მე მქონდა დალხენილი და ია-ვარდით მოფენილი გზა! სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვარდა და შემდეგ იყო საკმაოდ დიდი სირთულეები იმისთვის, რომ მესწავლა და მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, რასაც საერთაშორისო მომღერლის კარიერა ქვია…
– თუ არ ვცდები, მამა სიმღერას გიშლიდათ, ეს პროფესია არ სურდა…– არა, ასე არ იყო… მამა ხელს მიშლიდა, რომ დედაქალაქში სასწავლებლად მარტო წამოვსულიყავი, რადგან 90-იანი წლები იყო და თბილისი რისკებით სავსე ქალაქად ითვლებოდა. ისე კი მამას დედასთან ერთად სურდა, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ…
– მშობლიური კახეთიდან თბილისში პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას რატომ გამოყევით?– დიახ, ნამდვილად ასე იყო, რადგან გზის თანხაც კი არ მქონდა, რომ დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვსულიყავი. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც კეთილმა კაცმა პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას გამომაყოლა. ახლა ღიმილით მახსენდება ის მოგზაურობა, თბილისში ჩამოსული სულ მთლად თეთრი ვიყავი, ფქვილში ამოვლებული…
– პატრიარქთან როგორ აღმოჩნდით?– უწმინდესთან მოხვედრა სასწაული იყო, რამაც ჩემი დედაქალაქში სასწავლებლად გადმოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. დაუვიწყარია მასთან გატარებული 10 წელი, რა პერიოდშიც საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე… მეორე მამასავით მყავდა! საკვებით, მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით. მისი ნაჩუქარი 3500 ევროიანი მარკო ლუჩის პალტო დღესაც მაქვს…
სრულად :
კომენტარები (0)