Демонстрационный сайт » ჯანქი » "კვარაცხელია ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც..." - იტალიის საელჩო თბილისში კვარას შესახებ განცხადებას ავრცელებს

"კვარაცხელია ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც..." - იტალიის საელჩო თბილისში კვარას შესახებ განცხადებას ავრცელებს

"კვარაცხელია ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც..." - იტალიის საელჩო თბილისში კვარას შესახებ განცხადებას ავრცელებს
იტალიის საელჩო თბილისში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, განცხადებას ავრცელებს და რომელშიც აღნიშნულია, რომ კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით.


"იცოდი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მოხვდა სერია A-ს ისტორიაში? "სასუოლოსთან" მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით: "ჩემპიონთა ლიგაში" მიღწევების გარდა, "ნაპოლის" რიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 საგოლე შეტევაში მონაწილეობა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს წარმატებულ თამაშსა და შთამბეჭდავ შედეგებს!" - აცხადებს საელჩო.



 წყარო: ​tia.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+