» პოპულარული » “რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო"

“რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო"



“რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო"
მწერალი, დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, მას იტალიიდან ხშირად უკავშირდებიან:

“რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. საფრანგეთიდან გუშინ მივიღე წერილი, ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. მაგრამ რამდენი წელი უნდა ვწერო, რომ მსოფლიოს გავაგებინო, რა არის საქართველო. ხვიჩას კი 90 წუთში შეუძლია მსოფლიო საქართველოზე აალაპარაკოს.

დღეს საქართველოს სიმბოლო არის ხვიჩა კვარაცხელია. მის გამო ყველაფერი საინტერესო ხდება, რაც საქართველოს უკავშირდება. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. მასზე მასობრივი სახალხო დღესასწაული და სარბიელი არ არსებობს. ფეხბურთის დღესასწაული დაგვიბრუნდა, რადგან თავადაა ნიჭის დღესასწაული.

ხვიჩას ვერავის შევადარებ, ტოტალურ ფეხბურთამდე არსებული დღესასწაული დააბრუნა, რადგან სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. ის ფენომენია, რომელიც არ გაჩერდება. ახლა როგორც კვარა მიდის, დარწმუნებული ვარ, მას ნებისმიერი კლუბი შეიძენს”


წყარო: ​newposts.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+