Демонстрационный сайт » ფეხბურთი » 17 წლის ასაკში სათამაშოდ რუსეთში წავიდა, 3 წელია ოჯახისგან შორს ცხოვრობს და ზრუნავს კარიერაზე - ხვიჩა კვარაცხელიას უცნობი ამბები

17 წლის ასაკში სათამაშოდ რუსეთში წავიდა, 3 წელია ოჯახისგან შორს ცხოვრობს და ზრუნავს კარიერაზე - ხვიჩა კვარაცხელიას უცნობი ამბები

17 წლის ასაკში სათამაშოდ რუსეთში წავიდა, 3 წელია ოჯახისგან შორს ცხოვრობს და ზრუნავს კარიერაზე - ხვიჩა კვარაცხელიას უცნობი ამბები
კარგი გადაცემა კიტეიშვილი, კვარაცხელია, დარტყმა და არის, გოლ, 1-0 - საქართველო-ესპანეთის მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
8 მატჩი გატანილი გოლები და გახარებული ქომაგები - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.

„შენი სახელი ამოვქარგე, ხ-ვ-ი-ჩ-ა, ხვიჩა“, „ისევ მეგრელები თუ გავიტანთ ერთმანეთს“, „აბა რა, აბა რა ისევ კვარა“, - ფეხბურთის გულშემატკივრები ამ და სხვა ფრაზებით ამხნევებენ ხვიჩას და მის „სახელს იფიცებენ“.
ხვიჩას თამაშებზე ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბრობს, ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად...
ალბათ, მიხვდით, დღეს ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე გიამბობთ, რომელმაც მოკლე დროში ფეხბურთის ისტორიაში სახელი დაიმკვიდრა.
ხვიჩას მამა:

„ბურთი მისი განუყოფელი სათამაშო იყო. სოფელში რომ ვიყვავით მეზობლებს უხაროდათ, ეზოში სიწყნარე იყო.
მისი ჩამოსვლას ეგრევე ხვდებოდნენ, რადგან ჩამოსვლისთანავე ეზოს „აწიოკებდა“...
რაც შეეხება, ახლა, მის თამაშებს რამდენჯერმე ვუყურებ. როცა დინამოზე შენი შვილი თამაშობს ვერ აღვწერ ისეთი ემოციაა“.

ხვიჩა:
ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი თავი ამ სპორტის გარეშე წარმოუდგენელია.
მახსოვს, სულ მინდოდა ნაკრების ფორმის ჩაცმა და როცა, ნაკრების თამაში იყო ეს დღე დღესასწაულად იქცა.
ბაზაზე ვცხოვრობ, რადგან აქ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად. ბევრი რამ გადავდე იმისთვის, რომ მიზნისთვის მიმეღწია და გაჩერებას არ ვაპირებ.
17 წლის ვიყავი როდესაც რუსეთში წავედი სათამაშოდ. 3 წელია ოჯახისგან შორს ვხოვრობ, ძალიან გამიჭირდა მაგრამ ამ ყველაფერს წარმატებისთვის ვაკეთებ. რუსეთში კვირკველია დამხვდა და უფრო შევეგუე გარემოს...
რაც შეეხება სამომავლო თემებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე და რეალში თამაშზე ვოცნებობ“.

წყარო : ​digest.pia.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+