"რაც კვარაცხელიამ გოლები გაიტანა, ამაყად და თავისუფლად დავდივარ, ვისაც ვუვლი ჩამეხუტა და დამიმეგობრდა , მოფერებით კვარას მეძახის და ბოდიშიც კი მომიხადა" - 62 წლის ქართველი მომვლელი ემიგრანტის ემოციური და ამაღელვებელი ისტორია
"საგოლე გადაცემის" სტუმარი მამუკა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც ძალიან საინტერესო ისტორია მოჰყვა 62 წლის ქართველ ემიგრანტ ქალზე.
"ძალიან მინდა ეს ამბავი მოვყვე, წამოსვლის დღეა და რვა ქალბატონი მოდის რომის აეროპორტიდან ქუთაისში, ვესაუბრები ამ ქალბატონებს, რომელმაც მითხრეს რომ შვიდნი მოდიოდნენ და ერთი რჩებოდა,ეს ქალბატონები მუშაობენ იქ მომვლელებად, ეხმარებიან ოჯახებს და სახელმწიფოსაც , დახმარება მთხოვეს რეგისტრაციაზე და ერთი ქალბატონი კი რომელიც რჩებოდა, მეუბნებოდა როდის აქვს ხვიჩას თამაშიო და ბილეთი სად ვიყიდოო შემეკითხა , დაჟინებით გამომკითხა თამაშების განრიგი და მითხრა 30 ევროთ თუ არა 50 ევროდ ხო ვიყიდიო, დამაინტერესა თუ რათ უნდა ბილეთი და მითხრა, რომ მას შემდეგ რაც იმ ქალმა ვისაც ვუვლი გაიგო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან ვარ, ბოდიში მომიხადა რამე თუ უწყენინებია ოდისმე ჩემთვის, მას შემდეგ დავმეგობრდით და კვარას მეძახის, რადიკალურად სასიკეთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრებაო , უკვე როგორც მოვლელს კი არა მეგობრად მთლივს და ამაყად და თავისუფლად დავდივარ უკვეო"
კომენტარები (0)