ორი დღის წინ თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, 22 წლის ნიკა კვარაცხელია დაქირავებულმა ქილერმა 20 წლის წინ მომხდარი აფეთქების გამო შურისძიების მიზნით მოკლა.
უცხოეთიდან დაქირავებული ქილერი ნიკა კვარაცხელიას უთვალთვალებდა და მის თითოეულ ნაბიჯს სწავლობდა.
ორი დღის წინ ის თავის მსხვერპლს სამედიცინო ნიღაბსა და შავ კეპში შენიღბული ავტომობილთან ელოდებოდა, რა დროსაც 9 ტყვია ესროლა და მიიმალა.
არსებული ცნობით, გამოძიება შურისძიების ვერსიაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, მკვლელობა 20 წლის წინ მოსკოვში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. შემთხვევის დროს ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია დაიღუპა. ის ნიკა კვარაცხელიას მამის, კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა, მათ შორის დაპირისპირება ბიზნესწილი გამო დაიწყო და დიდ კონფლიქტში გადაიზარდა, მალევე კი აფეთქება მოხდა. მის მოწყობაში სწორედ კვარაცხელიას კვალს ხედავდნენ.
მედიაში არსებული ინფორმაციით, სწორედ დავით კაკულიას შვილმა დაიქირავა ქილერი, რომელსაც გია კვარაცხელიას მიმართ შურისძიების მიზნით მისი ვაჟის მოკვლა დაევალა.
ნიკა კვარაცხელია მიღებული ჭრილობებით კლინიკაში გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)