რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ მახიობი თავად
იუწყება.„უკრაინის არმიას მხარს ვუჭერ 10000$–ით და თქვენც მოგიწოდებთ იგივესკენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. გული მიდუღს, ვაცნობიერებ რა, რომ თქვენს ქვეყანაში ახლა როგორც თქვენი, ისე ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გულწრფელად მსურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს", - წერს მსახიობი და დასძენს, რომ არ სურს, უკრაინის ქალაქები დანგრეული, ხოლო ხალხი განადგურებული ნახოს.
წყარო:
accentnews.ge
კომენტარები (0)