უკრაინული წარმოშობის მომღერალმა, ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ახლა ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად პოლონეთში იმყოფება, სადაც მუშაობს მოხალისედ და ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს.
"ხვალ დილით ისევ ადგილზე ვიქნები, რომელიც ჩვენთან უფრო ახლოს არის. ამჯერად ჩემს ქალიშვილსაც წავიყვან. ამიტომ შემოგვიერთდით თქვენს ქალაქებში", წერს ბრეჟნევა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიღეა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. აგრესორები საცხოვრებელ სახლებსაც ბომბავენ, შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 115 ბავშვი, მილიონობით პირი კი უცხო ქვეყნებში დევნილად იქცა.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)