Демонстрационный сайт » ჯანქი » ზელენსკის ოფისი: ახლა უკვე ნაღდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღამე გადატანილია და ვითარება კონტროლირებადი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე

ზელენსკის ოფისი: ახლა უკვე ნაღდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღამე გადატანილია და ვითარება კონტროლირებადი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე

ზელენსკის ოფისი: ახლა უკვე ნაღდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღამე გადატანილია და ვითარება კონტროლირებადი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე
ვოლოდიმირ ზელენკის ოფისის ხემძღვანელის მრჩეველმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. 

"ვითარება კონტროლირებადია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე"- წერს მიხაილო პადალიაკი. 

მანამდე გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული გენერალური შტაბის კრებსი. 

"დღის დასაწყისში ანტი-სარაკეტო C300 სისტემების გამოყენებით უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი მტრული მიზანი - ვერტმფრენი და რუსული CУ 25. ამავდროულად უკრაინის საჰაერო ძალების CУ-27-მა წარმატებით შეუტია მტრის სატვირთო სამხედრო თვითმფრინავს ИЛ-76-ს და გაანადგურა მტერი. უკრაინული CУ-27-ის პილოტის მიერ განადგურდა ვინიცისკენ მიმავალი, კიდევ ერთი CУ-25.

ამ დროისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის რაიონის ქალაქ ვასილკივში, სადაც მტერი საჰაერო დესანტის გადმოსხმას ცდილობს. 

აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ქუჩებშიც. ყველგან მტერი იღებს ღირსეულ პასუხს და მძიმე დანაკარგებს. კერძოდ, მეტრო სადგურ ბერესტეცკაიას მახლობლად განადგურებულია ოკუპანტების კოლონა - ორი საბრძოლო მანქანა, ორი სატვირთო და ერთი ტანკი. 
ერთად გავიმარჯვებთ".


წყარო: ​realpolitika.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+