თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა. 50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ქალის გადარჩენისთვის ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული, მათ შორის მძიმე დაზიანება თვალის მიმდებარედ. დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც თვალზე ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველის თქმით, ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს."ასეთი არაფერი მინახავს, სულ სისხლიანი იყო - ფეხებზე სახეზე, ლოყაზე და თვალთან სისხლი გასდიოდა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, არ ანებებდა თავს, ვიდრე არ ესროლეს", - ამბობს თვითმხილველი.
ფაქტზე გამოძიება 124 -ე მუხლი დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge &
palitravideo.ge
კომენტარები (0)