სავაჭრო ცენტრ "ჰუალინგის" შიდა ტერიტორიაზე 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი ესკალატორის მოაჯირზე ცდილობდა ჩამოსრიალებას, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თავზე და მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)