მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.
ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”. ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ.
მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო.
არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)