» ჯანქი » ცნობილია ცოლის მიერ მოკლული ბიჭის ვინაობა - „ლუკამ თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ისე უყ­ვარ­და, ცივი ნი­ავს არ აკა­რებ­და...“

ცნობილია ცოლის მიერ მოკლული ბიჭის ვინაობა - „ლუკამ თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ისე უყ­ვარ­და, ცივი ნი­ავს არ აკა­რებ­და...“



ცნობილია ცოლის მიერ მოკლული ბიჭის ვინაობა - „ლუკამ თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ისე უყ­ვარ­და, ცივი ნი­ავს არ აკა­რებ­და...“



მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლე მოკ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.გ.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია. ახ­ლობ­ლე­ბი ამბობენ, რომ ლუ­კამ თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა. რა მოხ­და წყვილს შო­რის ეს მათ­თვის უც­ნო­ბია.

„დარ­ჩე­ლი­დან იყო ლუკა. თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის. რაზე იკა­მა­თეს, რა მოხ­და. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და" - უთხრეს „ambebi.ge"-ს ახლობლებმა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ​resonancedaily.com​​​

"სინამდვილეში სწორედ ამიტომ შეველიეთ კვარაცხელიას" - დე ლაურენტისი საჯაროდ ალაპარაკდა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+