თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას გიგა საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული "გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა", რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
ერთ დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.
მეორეს კი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.
დღეს მოკლულის დედამ ეკა კუპატაძემ უმძიმესი პოსტი და ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ "საქმე გაყალბებულია". მისი თქმით, ექიმმა გიგა ავალიანის დაზიანებები სრულად არ აღწერა. ასევე ის აპროტესტებს გ.რ.-ის მიმართ წაყენებულ ბრალს, კერძოდ დანაშაულის შეუტყობინებლობას. ეკა კუპატაძის თქმით, გ.რ.-ც მონაწილეობდა ავალიანის ცემაში და ითხოვს, რომ მას შესაბამისი მუხლით წარუდგინონ ბრალდება.
"ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით, შემიძლია იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ნუ დააფარებთ ხელს მკვლელს! საქმის პროკურორებო, ნუ ჩაყრით წყალში იმ ვაჟკაცობას, რაც აქამდე გამოამჟღავნეთ. ზეწოლას ახდენენ თქვენზე? ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თან უფრო ბევრი და ძლიერები ვართ! წაუყენეთ მუხლი სწორად" - ამბობს ეკა კუპატაძე.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)