ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის,
ჯორჯინა უზკატეგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდა და სასამართლო დავები დაიწყო, მოდელი დუმილს ინარჩუნებდა. თუმცა, ბოლო მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. თოფურიას მძიმე ტრავმის ფონზე, ჯორჯინამ სოციალურ ქსელში პირველად ილაპარაკა დაშორების რეალურ მიზეზებსა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე.
როგორც იცით, 14 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ბრძოლაში, ილია თოფურიამ
ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ტრავმა მიიღო - მას თვალის ორბიტალური ძვალი გაიტყდა და ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში, ჯორჯინამ გამომწერებს ღიად
უპასუხა.რატომ მიატოვა მოდელმა ჩემპიონი?
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ხავი დე ოიოსმა გაასაჯაროვა ჯორჯინას მიმოწერა ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან. კითხვაზე, თუ რატომ არ დარჩა ილიას გვერდით, მოდელმა საკმაოდ ემოციური და ირიბი პასუხი გასცა
"ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად გვერდით ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ უკან დახევაა. უნდა მისცე ადამიანს უფლება, თავად აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომ ამ რთულ გზაზე შეიცვალონ და იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს".
ამ ფრაზამ ბევრს აფიქრებინა, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ილიას რთული ხასიათი ან კონკრეტული მძიმე გადაწყვეტილებები გახდა, რასაც ჯორჯინამ ვეღარ გაუძლო.
"ეს გულსაკლავია“ - რას ფიქრობს ექს-მეუღლე თოფურიას დასახიჩრებაზე
მიმოწერაში გამომწერი არ ეშვება მოდელს: "ვწუხვარ, მაგრამ ილია ასეთ ნაცემ მდგომარეობაში არასდროს მინახავს“.*
ჯორჯინას პასუხიდან ჩანს, რომ წყენის მიუხედავად, ყოფილი ქმარი მაინც ეცოდება:
"ეს მართლაც მტკივნეული და გულსაკლავია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა..."
პოსტი სიბრმავეზე - რეალური მინიშნება თუ უცნაური დამთხვევა?
ილიას მარცხის შემდეგ, ყველაზე დიდი სკანდალი კი ჯორჯინას "ინსტაგრამ სთორიმ“ გამოიწვია. მოდელმა ბიბლიური ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოებამ პირდაპირ ილიას თვალის ტრავმას დაუკავშირა:
"სავლე მიწიდან წამოდგა და თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა".
ბიბლიაში ეს მომენტი სულიერ გარდატეხას და ცხოვრების შეცვლას უკავშირდება. ჯორჯინამ პოსტს დააწერა: "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.*
ესპანურ მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ მოდელმა ყოფილ ქმარს მიანიშნა - ეს მძიმე ფიზიკური ტრავმა და მხედველობის დაკარგვა მისთვის ცხოვრების თავიდან გადაფასების შანსია. თავად ჯორჯინას ილიას სახელი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა დამთხვევა საკამოდ დიდია.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)