ბოლო თვეებია, UFC-ის ქართველი ჩემპიონის,
ილია თოფურიას პირადი ცხოვრება მის სპორტულ მიღწევებთან ერთად ესპანელი თუ ქართველის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ილიასა და ჯორჯინას წყვილი მოულოდნელად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კომენტარი არცერთს გაუკეთებია, მათი სოციალური აქტივობა, წაშლილი ფოტოები და გამოწერების გაუქმება დაშორების უტყუარ ნიშნად იქცა.
დაშორების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა რამდენიმე დაუდასტურებელი ვერსია:
ღალატი - ეს არის ყველაზე გავრცელებული და სავარაუდო მიზეზი, რომელსაც მედია აქტიურად განიხილავს. ეს ვერსია განსაკუთრებით გაამყარა ჯორჯინას ერთ-ერთმა პოსტმა, რომელშიც ნათქვამია: "დაქორწინდი კაცზე, რომელიც პრობლემების დროს ღმერთს მიმართავს და არა სხვა ქალებს". ამან საზოგადოებას თითქოს დაუდასტურა ვარაუდი, რომ ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ილიას მხრიდან სავარაუდო ღალატი იყო.
ილიასგან განსხვავებით, ვენესუელელი ბიზნესვუმენი,
ჯორჯინა უზკატეგუი, სოციალურ ქსელში უფრო აქტიურია და მინიშნებებით სავსე მესიჯებს აზიარებს. მისი ბოლო პოსტი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ესპანელი მომღერლის, როსალიას სიმღერა 'La Perla'-ს ფრაგმენტი იყო, რომელსაც წააწერა:
"მე არ დავხრი თავს, რადგან ვიცი ჩემი ფასი და აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს".
ამ მესიჯებით, ჯორჯინა საზოგადოებას აძლევს მინიშნებას, რომ მისი სინდისი სუფთაა და თუ რამე საიდუმლო არსებობს, ის შეიძლება ილიას უკავშირდებოდეს.წყარო: ambebi.ge
კომენტარები (0)