» პოპულარული » რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა

რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა



რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა



ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის პოს­ტი: "სავ­ლე სუ­ლი­ე­რად იყო ბრმა “

ილია თო­ფუ­რი­ას სენ­სა­ცი­ურ­მა მარ­ცხმა ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან მსოფ­ლიო შოკ­ში ჩა­აგ­დო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მიღ­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე, პი­რა­დი დრა­მა იმა­ლე­ბო­და. ბრძო­ლამ­დე ატე­ხი­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ილი­ას გან­ქორ­წი­ნე­ბა­სა და ოჯა­ხის წევ­რებს შე­ე­ხე­ბო­და, გას­ცდა სპორ­ტულ ფარ­გლებს და ნამ­დვილ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში გა­და­ი­ზარ­და.

გე­ი­ჯის პრო­ვო­კა­ცია თო­ფუ­რი­ას გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე: "მეც მი­ვა­ტო­ვებ­დი მას...“რო­გორც ირ­კვე­ვა, ამე­რი­კელ­მა მებ­რძოლ­მა ბრძო­ლამ­დე კარ­გად იცო­და ილი­ას სუს­ტი წერ­ტი­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კით და­ი­წყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გე­ი­ჯიმ სა­ჯა­როდ ახ­სე­ნა ილი­ას და­შო­რე­ბა მის მე­უღ­ლეს­თან, ვე­ნე­სუ­ე­ლელ ბიზ­ნეს­ლე­დი ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გის­თან.

გე­ი­ჯიმ გა­ნა­ცხა­და, რომ თო­ფუ­რი­ას იმ­დე­ნად "აუ­ტა­ნე­ლი" ხა­სი­ა­თი აქვს, რომ სრუ­ლი­ად ეს­მის მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის: "მეც მი­ვა­ტო­ვებ­დი მას“, - აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კელ­მა.

ამან ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ილი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის დაც­ვა სცა­და: "ჯას­ტინ­მა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა. რაც ჩემ­სა და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის მოხ­და, მხო­ლოდ ჩვე­ნი საქ­მეა. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ, მაგ­რამ ის ჩემი შვი­ლის დე­დაა! ყვე­ლამ, ვინც მას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს - გა­მო­ი­ჩი­ნეთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა. დე­დის პა­ტი­ვის­ცე­მა ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი კო­დექ­სია“, - და­წე­რა ილი­ამ.

და­პი­რის­პი­რე­ბა მა­მე­ბის დო­ნე­ზე: "ვინ არის ახლა და­ბა­ლი?“კონ­ფლიქ­ტი კი­დევ უფრო გამ­წვავ­და, როცა საქ­მე­ში ჯას­ტინ გე­ი­ჯის მა­მაც ჩა­ე­რია. თო­ფუ­რი­ამ არ და­მა­ლა, თუ რა­ტომ გაბ­რაზ­და მე­ტო­ქე­ზე ასე ძა­ლი­ან:

"მა­მა­შე­ნი ამ საქ­მე­ში არ უნდა ჩა­გე­რია. მან ლუ­დის ბოთ­ლით ხელ­ში სა­ჯა­როდ მი­წო­და "და­ბა­ლი“ და თქვა, რომ შენ დამ­ლე­წავ­დი. მერე შენ და­ი­წყე ჩემს გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი... იდი­ო­ტო, ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვებ­რძვით და ერ­თად ცხოვ­რე­ბის­თვის პარტნი­ორს არ ვე­ძებ. როცა ოქ­ტა­გონ­ზე და­გა­ძი­ნებ, მა­მა­შენს შევ­ხე­დავ და ვკი­თხავ: აბა, ვინ არის ახლა და­ბა­ლი?!“ - მი­მარ­თავ­და ილია გე­ი­ჯის ბრძო­ლის წინ. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ​palitravideo.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+