» ჯანქი » ილია თოფურია ცოლს დაშორდა? - რას წერენ ესპანური ტაბლოიდები წყვილის ურთიერთობაზე

ილია თოფურია ცოლს დაშორდა? - რას წერენ ესპანური ტაბლოიდები წყვილის ურთიერთობაზე



ილია თოფურია ცოლს დაშორდა? - რას წერენ ესპანური ტაბლოიდები წყვილის ურთიერთობაზე



ბოლო დღე­ებ­ში ეს­პა­ნუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ჭო­რებს ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის სა­ვა­რა­უ­დო და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც წყვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­ვო­ბა ამ­ყა­რებს.

ჭორი, "დაბ­ლოკ­ვა­ზე" და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა

წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მა­შინ აგორ­და, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ხავი ოი­ოს­მა შე­ნიშ­ნა, რომ ილია თო­ფუ­რი­ამ და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ შე­წყვი­ტეს ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა (Unfollow) და შე­საძ­ლოა, დრო­ე­ბით დაბ­ლო­კი­ლიც ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი.

თუმ­ცა, რო­გორც კი ოი­ოს­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ გა­ავ­რცე­ლა, მათ ისევ აღად­გი­ნეს გა­მო­წე­რა (Follow Back), რაც სა­ვა­რა­უ­დოდ მიზ­ნად ისა­ხავ­და და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის სწრა­ფად გა­ქარ­წყლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავ­და­პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა და მე­დი­ის რე­აქ­ცია უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და.

ეს დე­ტა­ლი გა­მომ­წე­რებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ: ჯორ­ჯი­ნას პოს­ტებ­ში თო­ფუ­რი­ას მო­ნიშ­ვნე­ბი აღარ ჩან­და, რა­მაც სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა. წყვი­ლის ბოლო ერ­თობ­ლი­ვი ფოტო 11 კვი­რის წი­ნან­დე­ლია, რო­მე­ლიც ჯორ­ჯი­ნამ გა­ა­ზი­ა­რა გზავ­ნი­ლით: “კავ­ში­რის მა­გია”. 12 ივ­ლი­სის შემ­დეგ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

ამა­სო­ბა­ში, თო­ფუ­რი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც სიყ­ვა­რუ­ლით მი­მარ­თა: "მიყ­ვარ­ხართ“, მაგ­რამ ამ პოს­ტებ­ში ჯორ­ჯი­ნას კვა­ლი არ ჩანს. სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს, 2024 წელს ჯორ­ჯი­ნას­თან სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის მამა გახ­და.


წყარო: ​ambebi.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+