» პოპულარული » "ვაღიარებ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული... მის სურათთან ვჯდები და ველაპარაკები ხოლმე...მაქვს განცდა, რომ სულ ჩემ გვერდითაა" - რას ჰყვება სანდრო მიკუჩაძე?

"ვაღიარებ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული... მის სურათთან ვჯდები და ველაპარაკები ხოლმე...მაქვს განცდა, რომ სულ ჩემ გვერდითაა" - რას ჰყვება სანდრო მიკუჩაძე?



"ვაღიარებ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული... მის სურათთან ვჯდები და ველაპარაკები ხოლმე...მაქვს განცდა, რომ სულ ჩემ გვერდითაა" - რას ჰყვება სანდრო მიკუჩაძე?



ბა­ბუა, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე სცე­ნა­ზე ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, მის თა­მაშს თვალს ხან კუ­ლი­სე­ბი­დან ვა­დევ­ნებ­დი, ხან დარ­ბა­ზი­დან, ხში­რად გამ­ნა­თე­ბელ­თა­ნაც ვი­ყა­ვი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე და დიდ არ­ტისტზე და­უ­ვი­წყარ ამ­ბებს იხ­სე­ნებს.

- ახლა ვუ­ყუ­რებ ბაღს, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ა­ჩემ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­შე­ნა, იქ ჩემი შვი­ლე­ბი დარ­ბი­ან, კუს და ზღარბს ეთა­მა­შე­ბი­ან და ბედ­ნი­ე­რი ვარ. სა­ბურ­თა­ლო­ზე, ამ სახ­ლში გა­ა­ტა­რა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მისი მე­ო­რე სახ­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი იყო. ბა­ბუ­ა­ჩე­მით სულ ვი­ა­მა­ყებ. ქუჩა, სა­დაც ჩვე­ნი სახ­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნის, ზაურ ბოლ­ქვა­ძის სა­ხელს ატა­რებ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ დღეს ქუ­ჩის ნა­წილს ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

რო­გო­რი ბა­ბუა იყო? მე­გობ­რუ­ლი, მის­ნა­ი­რი ძმა­კა­ცი ცხოვ­რე­ბა­ში არ მყო­ლია და ალ­ბათ არც მე­ყო­ლე­ბა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი, ძმა­კა­ცი მყავს, მაგ­რამ ბა­ბუს ვე­რა­ვინ შე­მიც­ვლის. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა, ვუ­ფირ­ქდე­ბი, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი იყო ყვე­ლა­ფერ­ში, უდი­დეს პა­ტივს ვცემ და ვცდი­ლობ, მისი ყვე­ლა რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ფი­ზი­კუ­რად რო­გო­რი ახო­ვა­ნიც იყო, ისე­თი­ვე ღრმა კაცი იყო. ვა­მა­ყობ, რომ მისი ერთ-ერთი ფეს­ვი ვარ.

სახ­ლთან ეს ბაღი დიდი ბრძო­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, არაფ­რით დათ­მო და მის­მა შე­უ­ვა­ლო­ბამ გაჭ­რა. სულ ამ­ბობ­და, ბაბუ, ამ ბაღ­ში შენი შვი­ლე­ბი ირ­ბე­ნე­ნო. აქ ბევ­რი ია­სა­მა­ნი და ვარ­დია. ბა­ბუს უყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა, სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ცხო­ვე­ლებს მოვ­ფე­რე­ბო­დი - ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ადა­მი­ან­ზე ხომ ძა­ლი­ან ბევ­რს ამ­ბობს...

ვა­ღი­ა­რებ, ბევ­რი შეც­დო­მა მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, დღეს მის სუ­რათ­თან ვჯდე­ბი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ხოლ­მე. რაც გარ­და­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ არ დამ­სიზ­მრე­ბია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+