სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი სოციალურ ქსელში ნამდვილ სკანდალად იქცა. ყველაფერი ექიმ ციცინო შურღაიას სკანდალური განცხადებით დაიწყო, რასაც მოგვიანებით კოლეგების მწვავე კრიტიკა და პირადი შეურაცხყოფებიც კი მოჰყვა.
- ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გოგოლა კალანდაძის გადაცემაში სტუმრობისას, ექიმმა ციცინო შურღაიამ წონისა და გონებრივი შესაძლებლობების კავშირზე ისაუბრა:
"წლებია არ ვჭამ. შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე - არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი: შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სიგამხდრე არის ჯანმრთელობა.“
შურღაიას ამ სიტყვებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინფექციონისტი
მაია ბუწაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოლეგა მწარედ გააკრიტიკა:
„სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ“.
კითხვის გაგრძელება
კომენტარები (0)