სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)