» ჯანქი » "თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება"

"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება"



"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება"
ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ არას­წო­რია, როცა ფეხ­ბურ­თე­ლი "ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი".
რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ხალ­ხის ნა­წილს სურს, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი "დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ.
"ეს სა­ო­ცა­რი ბიჭი, გარ­და იმი­სა, რომ გა­და­სა­რე­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია, იმი­ტომ გვიყ­ვარს, ასე ლაღი, კე­თი­ლი, გამ­ბე­და­ვი და ხა­ლა­სი რო­მაა და იქ­ნებ გა­ვუშ­ვათ კლან­ჭე­ბი და არ და­ვა­კარ­გვი­ნოთ ეს სი­კაშ­კა­შე ჭარ­ბი და­და­რა­ჯე­ბით და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი გან­წყო­ბე­ბით. გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ჟინი, ხელ­ში ჩა­იგ­დო "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი", გა­მოს­ტა­ცო თა­ვის ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს, სა­მე­გობ­როს, პრო­ფე­სი­ას და ჩას­ვა გა­ლი­ა­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რო უნდა.

თან­და­თან ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი. "ნა­მე­ტა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი" აგ­რე­სი­ას და კონ­ტრო­ლის სურ­ვილს უტოლ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბა, რომ ნაკ­რე­ბის წევ­რებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, უყ­ვართ ბუდუ და მას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ. ხალ­ხის ნა­წი­ლის ვნე­ბა, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი "დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, უკვე მის დაკ­ნი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას ემ­სგავ­სე­ბა.
არც ბუ­დუა "სა­წყა­ლი" ტიპი და არც ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი არი­ან "ცხვრე­ბი", რომ ერ­თმა­ნე­თი და­ა­ჩაგ­რი­ნონ ვინ­მეს. მეს­მის, სი­ნათ­ლის მო­ხელ­თე­ბა და მი­სა­კუთ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, მაგ­რამ ეს ცდუ­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რად და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ, ამ სი­ნათ­ლე­ში უბ­რა­ლოდ ყოფ­ნით, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნიც გვე­კუთ­ვნის და იმ­დე­ნად, რამ­დე­ნის უფ­ლე­ბა­საც თა­ვად ბი­ჭე­ბი გვაძ­ლე­ვენ. თუ დავ­ჭირ­დე­ბით, თვი­თონ დაგ­ვი­ძა­ხებს და იცის, რომ ვყა­ვართ" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.
ერთ-ერთი ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ატყდა, გუ­შინ­დელ ზე­იმს ეხე­ბო­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გულ­შე­მატ­კი­ვარს შეხ­ვდნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­მენ­ტში, პირ­და­პირ ეთერ­ში ის­მის სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის, კო­მენ­ტა­ტო­რის, დიმა ობო­ლა­ძის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს - "შენ არ გა­მო­დი­ხარ". ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ისე, რომ თით­ქოს­და, ობო­ლა­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეუბ­ნე­ბო­და, სი­ტყვით არ გა­მო­სუ­ლი­ყო.
ამ თე­მა­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის მამა, კახა ზივ­ზი­ვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი - "შენ არ გა­მო­დი­ხარ" დიმა ობო­ლა­ძეს მისი შვი­ლის­თვის არ უთ­ქვამს.
"მე­გობ­რე­ბო, ვკი­თხე ბუ­დუს და მის­თვის არ უთ­ქვამს ის სი­ტყვე­ბი დიმა ობო­ლა­ძეს..მად­ლო­ბა რომ გიყ­ვართ ბუდუ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ", - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

წყარო: ​ambebi.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+