თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს
თურქეთმა რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან დაკავშირებით.
კომენტარები (0)